საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლის თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძარში ოკუპაციის დროს დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა. “ქედს ვიხრი თითოეული ქართველი გმირის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, სწორედ მათი თავგანწირვის და გმირობის შედეგია, რომ არსებობს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ