საქართველოს პარლამენტის წევრი – ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ შალვა სარდალიშვილთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძეს, საკრებულოს წევრებს, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებსა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივან ალექსანდრე ტყებუჩავას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტებს. ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.