ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაფინანსდა 80 000 ევროს ღირებულების 23 ქვე-გრანტის პროექტი.
ერთ-ერთი პროექტია “ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი”, რომელსაც ახორციელებს გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდი
ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის საკონფერენციო დარბაზში, გერონტი კუხალეიშვილის ფონდის ორგანიზებით პროექტ “ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი“-ს დასკვნითი ნაწილის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებაზე მოეწყო წიგნის “ფაზისიდან ფოთამდე” პრეზენტაცია, რომელიც ფონდის დაფინანსებით დაიბეჭდა და 700 ფოთელ პირველკლასელს გადაეცემა საჩუქრად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება „გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის“ მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.
