დღეს, 1 მარტიდან, ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებას აღადგენს – ყოველ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების მიერ, უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონა ვირუსზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ სკოლამდელი დაწესებულებები მოინახულა, სადაც კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
