ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა კონკურსში ,,თებერვალმა დამიზამთრა მაისი” გამარჯვებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეთა ნამუშევრები თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო ავტორები.
I ადგილი დავით ჩიქობავა ფოთის #3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე პედაგოგი-ნინო გაბუნია;
II ადგილი თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამარ კეკელია – პედაგოგი-ნონა ჟვანია ;
III ადგილი შპს ,,ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანთლებლო საშუალო სკოლის’’ მე-12 კლასის მოსწავლე ნინო ხოფერია პედაგოგი- თამთა კანდელაკი ;
III ადგილი შპს ,,გიმნაზია“- X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჩარტია პედაგოგი- ირმა ხარშილაძე;
III ადგილი შპს ,,ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია გეგეჭკორი პედაგოგი-სალომე კვატიძე .
შეკრებილებს ონლაინ ფორმატში სიტყვით მიმართა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა,დოქტორმა ქალბატონმა მარინა ლომოურმა. გამარჯვებულებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელები,ხოლო ყველა მონაწილეს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სერთიფიკატები გადაეცათ.