✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.
✔️ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება.
✔️ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 383 024 ლარია.
✔️პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს.
![ახალი გზის მშენებლობა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/03/159057143_3956825904373456_5119685286704357254_o.png)