✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის დამაკავშირებელ ახალ გზას მალე ფაზისის ქუჩა დაუკავშირდება.
✔️ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება.
✔️ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 383 024 ლარია.
✔️პროექტს შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს.