▶️ ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და მერის მოადგილეები-კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.
▶️ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე პარკში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.
▶️პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება, ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. ცენტრალური პარკი ორ საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ფოთელთა თავშეყრის და კულტურული აქტივობების ძირითადი ადგილი იყო.
▶️პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.
▶️ქალაქში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები – აკაკის, ჭავჭავაძის, წმინდა გიორგის, თამარ მეფის, იერუსალიმის, თავდადებულის, ფაზისის, ბესიკის, ბერდიანსკის, ქორქიას და მემედ აბაშიძის ქუჩებზე მიმდინარეობს.