სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები: თეკლა დუნდუა, დავით ჩიქობავა, გიორგი ალანია და გუნდის ხელმძღვანელი – ნინო გაბუნია სიგელებით დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.
❇️მოსწავლეებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრას” ერთობლივი ჰაკათონის ,,ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად” გუნდ NIK.CO-ს სახელით მიიღეს მონაწილეობა და მე-2 საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ.
🤖ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად 19-22 თებერვალს გაიმართა. აღსანიშნავია სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება, რომელმაც ლიდერობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტში ,,მე,შენ,ის, ჩვენ” გაიმარჯვა. პროექტი ითვალისწინებდა სასკოლო კულტურის განვითარებას დემოკრატიულ ჭრილში და ინტეგრირებული იყო სხვადასხვა საგნებთან. პროექტის ფარგლებში N3 საჯარო სკოლა საქართველოს ევროპის საბჭოს დემოკრატიულ სკოლების ქსელში წარადგენს, რომელშიც თავს იყრის 57 ქვეყნის სკოლები მთელი ევროპის მასშტაბით.
❇️ შეხვედრას ასევე ესწრებდონენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, რესურს ცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია, მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კემულარია და საკრებულოს წევრები, რომელთაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიულოცეს პროექტში გამარჯვება და წარმატებები უსურვეს ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ