▶ 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე.
▶პრეზენტაციას, სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის “ საკონფერენციო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და UNDP პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ.
▶ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით ჩვენს ქალაქში შეიქმნა ტურიზმისა და სპორტული თევზჭერის კერა.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. შეხვედრაზე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გაწეული საქმიანობა შეაჯამეს.
▶ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO), რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ინიციატივების განხორციელებას.
▶სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ და ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სტუმრებთან ერთად მარტოწყალას ტბაზე მოწყობილი სათევზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები,პირსი.