ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაფინანსდა 80 000 ევროს ღირებულების 23 ქვე-გრანტის პროექტი.
▶პროექტი ,,მშობელთა ხმა” განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის.
▶პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფის გაძლიერება და მათთვის ახალი ცოდნისა და უნარების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნა.
▶საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა შშმ პირთა უფლებების, ადვოკატირების, სოციალური სერვისების შესახებ, გადამზადდნენ როგორც მომავალი ტრენერები, გაეცნენ მშობელთა გაერთიანებების წარმატებულ მაგალითებს.
▶პროექტის შედეგად, პირველად ქალაქ ფოთში, შეიქმნა მშობელთა საკონსულტაციო პლატფორმა.