ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – დიეგო კოლასს შეხვდა.
🤝გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და განათლების, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებსა და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 🇬🇪საკრებულოს თავმჯდომარემ საფრანგეთის ელჩს ფოთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 🇫🇷საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.
🤝შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩის წარმომადგენლები – პიერ კლუე და ქეთევან ქურციკიძე