ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი:
📌ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
📌ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე.
📌ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში გენდერული თანასწორობის შესახებ გათვალისწინებული პროგრამების შესრულების შესახებ.
📌,,ფონდი ქველმოქმედი 2015″ თან არსებული ქალაქ ფოთის ,,ქალთა კლუბი”-ს მუშაობის თაობაზე.
🔴გენდერული თანასწორობის წევრებმა, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2021-2022 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვას, რომელსაც საკრებულო უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს