2021 წლის 26 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწვევით, ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში, ქალაქ ფოთისა და მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემის შემფასებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მოადგილე აკაკი დარჯანია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
❇️შეხვედრაზე ისაუბრეს პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის, მდინარე რიონის ,,ქალაქის არხის” რეაბილიტაციის, გაწმენდისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის მიზანშეწონილობის შესახებ, ქალაქ ფოთის ერთიანი მელიორაციული პროგრამის შემუშავების, ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესების მდგომარეობის, ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემების შემფასებელი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მიერ გაწეული მუშაობისა და შემდგომი პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ.
❇️ჩატარებული სამუშაოების და სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრეს, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე – რობერტ დიაკონიძემ და ჯგუფის წევრებმა ანგული ტყებუჩავამ და იური ქადარიამ.