♿ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რვა პირს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცა.
➡️საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – დავით ვერავამ და ლუდუკი ხასიამ,მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა-კოპაძემ, ასოციაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შშმ პირებს ეტლები პირადად გადასცეს.
✔️შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის – LDS Charities თანამონაწილეობით ხორციელდება.
✔️ 2020 წელს საერთაშორისო ასოციაციამ ეტლები ფოთის მუნიციპალიტეტში 16 მოქალაქეს გადასცა.
![ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რვა პირს გადასაადგილებელი ეტლები უსასყიდლოდ გადაეცა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2021/03/166254471_4008008069255239_4660924495434109334_n-2.jpg)