2021 წლის 30 მარტს გამართულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე გეგმიურ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა, განხილულ იქნა დღის წესრიგითი გათვალისწინებული 14 საკითხი:
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, 2000 წლის საქართველოს დამსახურებული ექიმის (თერაპევტი) ევგენი (გია) გოგინავას სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ეგნატე ნინოშვილის N64-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შენობის ფასადზე მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ხვიჩა ცხვიტარიას უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტის ცნობად მიღების შესახებ
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე -16 ნაწილებით, 125-4 და 135-1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, საჯარიმო ქვითარი, პირისთვის ჩაბარებულად ითვლევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.
6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2022 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ.
7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, კუნძულის უბანში, ბულვარში მდებარე 258.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 73.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.01.13.373) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, ამირან დანელიას ქუჩა N157-ში მდებარე 370.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი 04.01.15.454), N159-ში მდებარე 884.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(ჩოგბურთის კორტი, ტრიბუნა) საკადასტრო კოდი 04.01.15.455, N161-ში მდებარე 666.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მინი საფეხბურთო მოედანის საკადასტრო კოდი 04.01.15.459) არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის” უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. ა(ა)იპ – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის – მედდების და ექიმის, (4 მედდა და 1 ექიმის), რომლებიც შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში სოციალური და სამედიცინო სერვისების ადგილზე მიწოდებას ახორციელებენ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შპს ფოთის სატრანსპორტო კომპანიის მიერ განხორციელებული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის საფასურის გადახდისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების OTOKAR NAVIGO LF-ის (რეგისტრაციის ნომერი YY315DD) შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის” თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უვადო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
11. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N 6/40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
12. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 31 ოქტომბრის, N20/69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩაზე მდებარე, 76.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 04.01.03.967) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმაში დამატებასთან დაკავშირებით.
13. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N7-ში მდებარე 18.88 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე მიწის (საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.510, მესამე სართული) არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეგიონალური საკომუნიკაციო ოფისისათვის” უზუფრუქტის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე.
14. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის N17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.