ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის ინიციატივით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სერვისების ცენტრის მხარდაჭერით, გამწვანების აქცია ჩატარდა.
80 ძირი ნეკერჩხალი და 50 ძირი კიპარისი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადანაწილდა. ნარგავებით შეივსო ტროტუარები ნიკოლაძის სანაპიროსა და აკაკის ქუჩაზე, სადაც ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გამწვანების ღონისძიებაში ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი ჩაერთნენ.
