✅საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
⏹ღონისძიება მე-4 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც მოეწყო ბოშა მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
⏹ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და პროექტის ხელმძღვანელებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
⏹ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა დაესწრო.
⏹ყოველწლიურად, 8 აპრილს, ბოშები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ თავიანთ დღესასწაულს – ბოშების დღეს. იგი დაარსდა 1971 წლის 8 აპრილს ლონდონში, პირველ მსოფლიო ბოშათა კონგრესზე, რომელმაც მიიღო ბოშათა ეროვნული სიმბოლოები: დროშა და ჰიმნი.