#მადლობათავისუფლებისთვის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
„დღეს მოვიგონეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, და ასევე დღე-ყველაზე დიდი გამარჯვების. 30 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. მადლობა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეისთვის თავგანწირულ გმირებს. მადლობა და არდავიწყება მათ სახელებს“ -განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სიმბოლურად 21 ძირი ვერცხლისფერი ცინერეა დაირგო. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები ჩაერთნენ.
1989 წლის 9 აპრილს რუსული ჯარის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის შედეგად, გარდაიცვალა 21, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი და დაშავდა 275-მდე მშვიდობიანი მოქალაქე . 2 წლის თავზე, სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.