◼️ ზუსტად 32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, სადაც 21 ადამიანი დაიღუპა.
◼️ 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერმა გოჩა კურდღელიამ – მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხალისეებთან ერთად სიმბოლურად 21 ვერცხლისფერი ცინერეას ხე დარგეს.
#მადლობათავისუფლებისთვის