ფოთში ვეტერანებისთვის სამედიცინო აქცია ჩატარდაფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერით, მრავალპროფილური საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
▶️აქციის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრნენ.
▶️აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედის’’ ექიმებმა (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი). სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
▶️ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ქალაქის მერთან, გოჩა კურდღელიასთან, ერთად ფოთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. კობა კობალაძემ ადგილობრივებს სამსახურის გეგმები გააცნო, რომელიც ქალაქში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. მუნიციპალიტეტის მერმა, კი, ისაუბრა იმ შეღავათებსა და პროგრამებზე, რასაც მუნიციპალიტეტი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეტერანებისთვის ახორციელებს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.