2021 წლის 13 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-5 (რიგგარეშე) სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნება, დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი:
1. ა(ა)იპ- თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზისთვის გურამ დოჩანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N 21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ანგარიშის შესახებ.
4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.
5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2020 წლის 30 მარტის პეტიციის თაობაზე.
6. ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” 2017 წლის 22 ნოემბრის N1/77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ.