✅კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
⏹ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.
⏹რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.