საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პროექტის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
,,ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობის“ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ჩართული.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების მხარდაჭერას, მის ფარგლებში მოხდება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე; ასევე ჩატარდება არსებული სიტუაციის ყოველმხრივი ანალიზი, არსებული პრობლემების შეფასება და ამ პრობლემების გადაწყვეტის მოძებნა, რომ მოხდეს კოდექსის სრულყოფილად განხორციელება.