დღეს დასრულდა საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელიც საქართველოს კრივის ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 14-18 აპრილს მიმდინარეობდა.
ჩემპიონატში 2007-2008 წლებში დაბადებული 150-მდე მოკრივე მონაწილეობდა, რომელთა შორისაც 9 ფოთელი მოკრივე (6 მოკრივე ზურაბ სარსანიას სახელობის მოკრივეთა გუნდ ,,ლიდერი”-ს მოსწავლე- მენეჯერი ნიკოლოზ იზორია და 3 ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის მოსწავლე – მენეჯერი რუბენ ქიქავა) საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში.
მიხეილ გვასალია (40კგ) მწვრ. თემურ ოჩიგავა.
გიორგი კილასონია (42კგ) მწვრ. თემურ ოჩიგავა.
აკაკი ბასარია (44კგ) მწვრ. ბესიკი მანჯავიძე.
რეზი კაკულია (50კგ) მწვრ. დავით დავითიანი.
ტარიელ ბარამია (60კგ) მწვრ. ლაშა ოჩიგავა.
ლაშა ალექსანდრია (75კგ) მწვრ. მიხეილ ცქირია.
გიორგი ლაშხია (80კგ) მწვრ. კახა ბებურია.
თორნიკე დანელია (48კგ) მწვრ. გრიგოლ ძაგანია.
ლუკა ნაროუშვილი (54კგ) მწვრ. ვლადიმერ ჭანტურია.
საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ მიულოცა მოკრივეებს და მათ მწვრთნელებს ჩემპიონატში გამარჯვება და წარმატებები უსურვა გამარჯვებული მოკრივეებით დაკომპლექტებულ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში, 2021 წლის აგვისტოში გაიმართება.
