23 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
🔹 ამ დღესთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტში პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ -ს ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
🔹 მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მოწყობილ აქციაში აქციაში მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ კუნძულის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
🔹 საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.
🔹 კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
🔹 პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – KGT, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
#დედამიწისდღე2021
#გარემოსდაცვა2021