ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ორივე ტრიბუნა 2740 მაყურებელზეა გათვლილი.ტრიბუნის ქვეშ ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდა ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, დამონტაჟდა სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო.
✅პარალელურ რეჟიმში სამუშაოები მიმდინარეობს სათადარიგო მოედანზე, სადაც ხელოვნური ბალახის საფარი დაიგო და შენდება 150 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნები.
✅სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
✅ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
✅პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მლნ ლარია.