აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა 1000- მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადასცა.
⏹სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტი დაურიგდა.
⏹კალათების განაწილების პროცესში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილები, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე,საკრებულოს წევრებთან ერთად ჩაერთნენ.
⏹პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.