✅საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ (NALAG) ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით, ფოთში პრეს-ტური მოაწყო.
⏹ჟურნალისტები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს – „ახალგაზრდების იდეა ფოთს“და „სამოყვარულო თევზჭერის განვითარება – მარტოწყალას ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობა“ – გაეცნენ.
⏹ფოთის გარდა პრეს-ტური 5 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოეწყო.
⏹ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მიერ წარმატებულ, კარგ პრაქტიკად იქნა აღიარებული.
⏹შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ფოთის მუნიციპალიტეტს გამარჯვება განხორციელებულმა პროექტმა “ ახალგაზრდების იდეა ფოთს’’ მოუტანა.
⏹პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციიასთან (LALRG) თანამშრომლობით.
⏹N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
⏹პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.