აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ “სულიერების ცენტრმა”დევნილ ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები დაურიგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ “სულიერების ცენტრის” ორგანიზებით და ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახურ დეკანოზ გიორგი გენძეხაძის ჩართულობით, ქალაქ ფოთის, მალთაყვის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი კატეგორიის დევნილ მოზარდებს სააღდგომო საჩუქრები დაურიგდათ.
⏹ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა შაკო სარდალიშვილმა და პროტოდიაკონმა მირიან სხირტლაძემ.