⏺ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ “სოციალური მომსახურების ცენტრის” ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადაეცათ. პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, არსებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. სააღდგომო ნობათების დარიგების პროცესში ფოთის მერი გოჩა კურდღელია,მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად, ჩაერთო.
⏺ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრი ყოველდღიურად 350 ბენეფიციარს ემსახურება.