ფოთის ცენტრალურ სავადმყოფოში – ბომონდი, უკვე რამდენიმე თვეა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სამიანო-ნეონატოლოგიური და გინეკოლოგიური განყოფილებები. ახალშობილთა შუალედური მოვლის ინტენსიური პალატა, ქალთა კონსულტაცია, ამბულატორიული სამსახური და თანამედროვე დონის ლაბორატორია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, სრულყოფილ მომსახურებას უწევს საჭიიროების მქონე პირებს.
⏹უახლოეს მომავალში ბომონდი სამედიცინო მომსახურების სხვა პროფილითაც მიიღებს პაციენტებს. კლინიკის ახალ კორპუსში ფუნქციონირებას დაიწყებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ემერჯენსი, ქირუეგიული, ნეიროქირურგიული და რეანიმაციული სამსახურები. 15 მაისიდან კლინიკაში ფუნქციონირებას დაიწყებს დიალიზის ცენტრი რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურითა და პროფესიონალთა ექიმების გუნდით.
⏹კლინიკაში მოწყობილია რადიოლოგიური დეპარტამენტი, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა ციფრული რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია.
⏹ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ, ცენტრის ხელმძღვანელთან მამუკა მიქაძესთან ერთად, თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერეს და მომსახურების პირობებს გაეცნენ, რასაც კლინიკა მალე შესთავაზებს ადგილობრივ პაციენტებს. ქალაქის მერმა ბომონდის მესვეურებსა და მედპერსონალს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა, ადგილზე მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურების მიღების მნიშვნელობას.
⏹კლინიკის ახალი კორპუსი 64 პაციენტზეა გათვლილი.