ფოთში საკათედრო ტაძრის კურთხევისა და ქალაქის დღე აღინიშნა.
კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, ტრადიციის თანახმად ფოთში მეოთხე წელია ქალაქის დღე აღინიშნება.
კვირაცხოვლობის საზეიმო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა საგანგებო esenyurt escort სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერს კესო გელენიძესა და ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ექიმ -ეპიდემიოლოგს ზინაიდა გაგუას. ფოთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრემია „ფაზისი“ გადაეცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს. პრემია გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის მიერ წელს დაწესდა და იგი ქალაქის აღმშენებლობის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის გადაეცემათ. მიტროპოლიტი გრიგოლი პრემიის პირველი ნომინანტია. სიგელების გადაცემა საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში შედგა.