დღეს, 9 მაისს, ქალაქის დღე აღინიშნება, რომელიც 2018 წლის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბრწყინვალე აღდგომის, მომდევნო კვირა დღე გამოცხადებულია ქალაქის დღედ და კვირაცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღინიშნება.
❇️ ქალაქის დღესთან დაკავშირებით, ფოთში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის არჩევის ცერემონიალი, სადაც ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ქალბატონებს – კესო გელენიძეს და ზინაიდა გაგუას. ასევე გაიმართა პრემია ,,ფაზისის” დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ნომინაციაში – ,,ქალაქ ფოთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, გერონტი (ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის სახელით დაჯილდოვდა ფოთისა და beşiktaş escort ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
❇️ დღევანდელ დღეს ასევე , ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზს, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-5 (რიგგარეშე) სხდომაზე, 13 აპრილს იქნა განხილული და დამტკიცებული.