უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა ორი საათით შემცირდა და ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.
📍აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფოთში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება.
📍ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 07:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურება.
📍კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.