✅საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, პროპაგანდის და დამკვიდრების ხელშეწყობის, სამეგრელო ზემო-სვანეთში საგანმანათლებლო და სპორტული საქმიანობის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვის, განხორციელების და ამ სფეროში დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის შესაბამისი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
▶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცის მიერ ორგანიზებულ სპორტული, კულტურული, გასართობი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
▶კომპიუტერული სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები დაისახა.