ქ. ფოთში, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავსადგურის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი;
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2021 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე. ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში (შავი ზღვის ქუჩა N6).
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 19 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge