ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა:
▶ფალიაშვილის ქუჩა-1,8 კმ;
▶გორგასლის ქუჩა-1,5 კმ;
▶სააკაძის ქუჩა-2,08 კმ;
▶კ.გამსახურდიას ქუჩა-0,87 კმ;
▶ეგ.ნინოშვილის ქუჩა-1,76 კმ.
✅სამუშაოების სავარაუდო ღირებულება- 20 000 000 ლარია.
✅სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადაა 2021 წლის 6 ივლისი.
✅გზების რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 5 თვეში დასრულდება.