დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი, საკრებულოს წევრების უმრავლესობამ 8 საკითხს მხარი დაუჭირა.
🟢 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”, ქალაქ ქფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🟢 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის წარდგენა.
🟢 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 აგვისტოს N14/17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🟢 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ.
🟢 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ბენართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ”, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის N 5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🟢 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმის, სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
🟢 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 28 აპრილის პეტიციის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, ხობის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო მოედნისა და სკვერის მოწყობის თაობაზე.
🟢 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 26 აპრილის პეტიციის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ველობილიკების მოწყობის შესახებ.
🔴 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 19 მაისის განცხადების-პეტიციის თაობაზე, რომელიც გულისხმობდა გიორგი ჭანტურიას ქუჩის სახელის გადარქმევას და ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩის დარქმევას. ხოლო ზვიად გამსახურდიას ქუჩას ეწოდოს სხვა სახელი.