ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ მარტოდმცხოვრებ პენსიორ მოქალაქეებს ( არა უმეტეს 70 000 ქულის მქონე) , გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულებას დააფინანსებს.
▶️შესაბამის ხელშეკრულებას, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა მოაწერეს ხელი.
▶️ქალაქის მერის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფას. ჩვენი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და მათი ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია-აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.