გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისი 1972 წლიდან აღინიშნება.
↔️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, ფოთში ამ დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია ჩატარდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებმა მალთაყვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქციაში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი მონაწილეობდნენ.
↔️გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.