საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავასთან, მოადგილეებთან მამუკა პაპასკირთან და ზაქარია გვრიტიშვილთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ ახალი ბაღის მშენებლობის, ასევე N12 სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესს და იერუსალიმის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო გზაზე განხორციელებულ დამატებით გაჭრილ 350 მეტრიანი მონაკვეთს გაეცნო.
❇️ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სრულად მოეწყობა, როგორც შენობის შიდა ინფრასტრუქტურა, ასევე ეზო.
❇️ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
❇️ რაც შეეხება N12 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას, აქ კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაწესებულების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ – საძინებლების, გასახდელების რეაბილიტაციას , კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერისა და იატაკის მოპირკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 164 590,99 ლარს შეადგენს.
❇️ იერუსალიმის ქუჩის არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
❇️ საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ტროტუარების კეთილმოწყობაც განხორციელდა. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.