✅საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა.
▶მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერის მოადგილეები -მამუკა პაპასკირი და ზაქარია გვრიტიშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე გაეცნენ.
▶ პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია “ნიუპოვერი„ აწარმოებს.
✅ამ ეტაპზე ,ფოთის მუნიციალიტეტში გზის მოასფალტების სამუშაოები 8 ქუჩაზე მიმდინარეობს.