✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრს სტუმრობდა.
▶ალექსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრთან თორნიკე კირთაძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, (ა)აიპ-ის ბენეფიციართა საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნო და ბავშვებს გაესაუბრა.
▶ფოთში სოციალურად შეჭირვებული და დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის ბავშვთა ცენტრი 1999 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც დღესდღეობით 8 ბავშვი ირიცხება. მათ აქ სწავლა-განვითარებისათვის შექმნილი გარემო აქვთ, ყავთ აღმზრდელები, სასკოლო საგნებში დამხმარე პედაგოგები.
▶ბავშვთა ცენტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.