✅უზბეკეთის დელეგაცია ფოთში
▶ფოთს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობდა. ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან ერთად, უზბეკეთის ინვესტირებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ბახტიერ რახიმოვს, აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩს ბახრომ აშრაფხანოვს, უზბეკეთის მთავრობისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
▶სტუმრები ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონით, ნავსადგურისა და ლოჯისტიკური კომპანიების მუშაობით დაინტერესდნენ.
▶უზბეკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მუშაობას გაეცნენ და იქ არსებული საწარმოები დაათვალიერეს.