ქალაქ ფოთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია უძღვებოდა.
▶თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
▶ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
▶მერმა ყურადღება გაამახვილა მალთაყვის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაზე, კოღოს შეწამვლისა და სხვა სეზონურ ღონისძიებებზე.
▶მერიის სამსახურების მიერ ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები დამუშავდება კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატებით . წამლობები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი ივნისის თვეში დაიწყება.