ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად კომპანია „ნიუ ვიჟენ“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს დაინტერესება ფოთში სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელების შესახებ. მათ ქალაქის ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო პროექტების კუთხით მოსაზრებები გააცნეს.
კომპანია „ნიუ ვიჟენ“ საქართველოში რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს. მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა საგანმანათლებლო კუთხით.
კომპანიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ფოთელ აბიტურიენტებს და უნივერსიტეტის „ნიუ ვიჟენ“ პრეზენტაცია გამართეს.