✅სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სატუმბი სადგურების გამართული მუშაობა პრიორიტეტული საკითხია ქალაქისთვის.
▶ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ზაქარია გვრიტიშვილი, საკრებულოს თვმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სატუმბ სადგურებზე არსებულ მდგომარეობას და ა(ა)იპ მელიორაციის სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
▶ფოთში 8 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველყოფს სანიაღვრე წყლების გადინებას. განსაკუთრებული დატვირთვა სადგურებს უხვი ნალექის დროს აქვს.
▶მერის მოადგილე არსებულ პრობლემებს გაეცნო და ა(ა)იპ მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სადგურების ელექტრო ენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.