.✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისა და კულტურის სფეროს ა(ა)იპ-ების წარმომადგენელს შეხვდა.
▶შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მერის მოადგილემ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და დამსწრეთა მოსაზრებები მოისმინა კულტურული ორგანიზაციების გაძლიერების კუთხით. პანდემიიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყევტილებით შეზღუდული იყო კულტურული ღონისძიებები.
▶„ ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ფოთში კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას ეხება. კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით ფოთში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მინდა გამოვყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხი, რაშიც უდიდესი დახმარება გაგვიწია ფონდმა „ქართუმ“-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.
▶ალექსანდრე ტყებუჩავამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდა.