დღეს, სატუმბ სადგურებზე არსებულ მდგომარეობას და ა(ა)იპ მელიორაციის სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილესთან, საკრებულოს წევრებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
,,- ქალაქში უხვი ნალექის დროს, ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილების და მელიორაციული ვითარების გაუმჯობესებისთვის, საკრებულოს განკარგულებით შეიქმნა ა(ა)იპ მელიორაციის სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია სატუმბი სადგურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების სისტემების გამართულ მუშაობაზე. მნიშვნელოვანი სამუშაოებია შესრულებული, თუმცა პრობლემები რჩება, რაზეც არსებობს კომპლექსური გეგმა მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, რაც საშუალებას მოგვცემს საბოლოოდ გადავჭრათ აღნიშნული პრობლემები.” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ